მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გია ჟორჟოლიანი (დ. 20 ნოემბერი , 1954 , თბილისი , საქართველოს სსრ ) — ქართველი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი, პოლიტიკური პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ თავმჯდომარე, საქართველოს სამი მოწვევის (1992 , 2012 , 2016 ) პარლამენტის წევრი.
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1977 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში . 1983 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ირანის ქალაქები XI საუკუნეში“, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.[ 1] 1993 -1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთობა“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016 -2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.