შინაარსზე გადასვლა

გელა მიქაძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გელა მიქაძე
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1971 (1971-01-30) (53 წლის)
დაბადების ადგილი გორი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
საქმიანობა იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი

გელა მიქაძე (დ. 30 იანვარი, 1971, გორი)[1]ქართველი იურისტი, ეკონომისტი და პოლიტიკოსი.

გელა მიქაძე დაიბადა 1971 წლის 30 იანვარს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური, იურიდიული და დასავლეთ ევროპის ენებისა და ინგლისური ენის ლიტერატურის ფაკულტეტები. 1993-2001 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატენტო-სალიცენზიო განყოფილების ინჟინერი. 2007 წელს დააფუძნა შპს „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. 2019 წლის 11 მარტიდან არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“-ის მდივანი. იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს „ხაზინადართა საბჭო“ წევრი 2016-2018 წლებში. არის საქართველოს გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

2021 წლის 5 იანვარს საქართველოს პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სიის სამი წევრის გელა მიქაძის, დავით ზილფიმიანისა და ფრიდონ ინჯიას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო (მათ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები მას შემდეგ დაიკავეს, რაც მათ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს გაყალბებული არჩევნების მოტივით).[2] შესვლასთან ერთად ისინი გაემიჯნენ „პატრიოტთა ალიანსს“ და გამოაცხადეს ახალი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ შექმნა.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: გელა მიქაძე. declaration.gov.ge (30 დეკემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16.04.2021. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2020.
  2. „პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სიის 3 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო“. formulanews.ge. 2021-01-05. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ახალ პარტიას აფუძნებენ“. 1tv.ge. 2021-01-05. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)