ივერი ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივერი ჭელიძე
დაბადების თარიღი 11 ივლისი, 1945 (1945-07-11) (78 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ივერი ჭელიძე (დ. 11 ივლისი, 1945, მესტია) — ქართველი ინჟინერი.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (გარდაბნის მაჟორიტარი). 1995-1999 წლებში — საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მესტიის მაჟორიტარი). 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]