ნოდარ მოდებაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნოდარ მოდებაძე (დ. 20 ნოემბერი, 1950, სოფ. აკურა, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო, 2016) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), ევროპის ჩემპიონი (1973, ლოზანა, შვეიცარია, +100 კგ), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ჩემპიონი (1973, 130 კგ), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1975, კიევი, უკრაინა, +100 კგ), სამგზის სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1973 კრასნოიარსკი, 1975 კიევი, 1977 კრასნოიარსკი, +100კგ), გუნდურში მსოფლიო თასის გამარჯვებული (1974, ლას-პალმასი, ესპანეთი). სსრკ სპორტის ოსტატი, სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი „აღორძინება“). ნოდარ მოდებაძე 2016 წლის 8 აგვისტოს მშობლიურ სოფელში სანადირო თოფის გასროლით მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 10 აგვისტოს დააკავა.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა
Flag of Switzerland.svg
ლოზანა, შვეიცარია
ევროპის ჩემპიონატი 1973 +100 კგ 1st

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]