ივლიანე წულაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ივლიანე წულაია
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1982 (1982-06-11) (39 წლის)
დაბადების ადგილი სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი

ივლიანე (ილია) წულაია (დ. 11 ივნისი, 1982, სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივლიანე წულაია დაიბადა 1982 წლის 11 ივნისს, ქალაქ სამტრედიაში. 2004 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004-2005 წლებში იგი იყო იურიდიული კომპანია „გაბისონია, დიტრიხი & პარტნიორები“-ის ადვოკატი. 2005-2006 წლებში — იურიდიული კომპანია „დიგესტას“ მმართველი პარტნიორი. 2006 წლიდან 2017 წლამდე — დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2014 წლიდან არის კომპანია „იტონგ კავკასუსის“ დამფუძნებელი დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიღმის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]