დავით კირვალიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დავით კირვალიძე
Flag of Georgia.svg
Greater coat of arms of Georgia.svg
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 2 მაისი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედიზაზა გოროზია
მემკვიდრეშალვა ფიფია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 მაისი, 2000 – 17 თებერვალი, 2004
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
პრემიერ-მინისტრიგიორგი არსენიშვილი
ავთანდილ ჯორბენაძე
წინამორბედიბაკურ გულუა
მემკვიდრედავით შერვაშიძე

დაბადებული28 ივნისი, 1967
თბილისი, საქართველოს სსრ
საარჩევნი ოლქიახმეტის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
მეუღლენინო ხმალაძე
შვილებიანა, რეზი, ელენე
რელიგიამართლმადიდებელი

დავით კირვალიძე (დ. 28 ივნისი 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ორჯერ იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. არის ამერიკული კომპანია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.

1984 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1989 წელს მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტის აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე, 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. არის აგრარულ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს როგორც აგრარულ უნივერსიტეტში, აგრეთვე აშშ-საქართველოს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტში. 1996-1999 წლებში იყო წარმატებული ფერმერი. 1999 წლის 31 ოქტომბრიდან 2000 წლის 25 მაისამდე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 2000 წლის 25 მაისიდან 2004 წლის 17 თებერვლამდე — საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

2005-2006 წლებში იგი ლექციებს კითხულობდა მერილენდის უნივერსიტეტში (US), ხოლო 2006 წლიდან დღემდე არის ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ს პრეზიდენტის მრჩეველი ვაშინგტონში. CNFA-მ რამდენიმე წარმატებული პროექტი განახორციელა საქართველოში. მათ შორის: ათასწლეულის გამოწვევის „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი“, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები: „საქართველოს სოფლის მეურნეობის რისკების შემცირების პროგრამა“, „მექანიზაციის პროექტი“ და „ფერმერი-ფერმერს პროგრამა“. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს 2012-2013 წლებში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი. რამდენიმე წლის წინ მას ბრალი ჰუმანიტარული ტვირთების არამიზნობრივ გადანაწილებაში დასდეს. პარალელურად ყოფილი მინისტრის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა რაიმე დოკუმენტს სამართალდამცავებმა ვერ მიაკვლიეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]