შინაარსზე გადასვლა

რომან გვენცაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან გვენცაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
(მოვალეობის შემსრულებელი)
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 იანვარი, 1992 – 24 ნოემბერი, 1992
წინამორბედიდილარ ხაბულიანი
მემკვიდრეთეიმურაზ ხაჩიშვილი

დაბადებული6 აპრილი, 1945
ხონი, ხონის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი14 აგვისტო, 2017 (72 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
წოდებაგენერალ-მაიორი
პროფესიაიურისტი, ინჟინერი

რომან გვენცაძე (დ. 6 აპრილი, 1945, ხონი, ხონის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 14 აგვისტო, 2017) — ქართველი ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი, გენერალ-მაიორი.

რომან ლევანის ძე გვენცაძე დაიბადა 1945 წლის 6 აპრილს ქ. ხონში, მოსამსახურის ოჯახში. 1962 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 111-ე საშუალო სკოლა.

1962-1974 წლებში მუშაობდა „თბილმთავარმშენის“ მე-3 სამმართველოს მუშად, „საქსოფლელექტრომშენის“ ლაბორანტად, ნავთლუღის პურპროდუქტების ბაზის ელექტროშემდუღებლად, გზატკეცილების სამმართველოს მე-2 სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მუშად, „თბილმთავარმშენის“ მე-2 სამშენებლო სამმართველოს ბრიგადირად, „თბილმრეწვმშენის“ მე-3 ტრესტის მე-4 სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ოსტატად. 1971 წელს რომან გვენცაძემ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ხოლო 1986 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1976 წლის დეკემბერში სკკპ-ს წევრი გახდა.

1972 წლის აპრილიდან 1974 წლის თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ უმცროს მეცნიერთანამშრომლად და ტექნიკური სამსახურის უფროსად. აღნიშნული დაწესებულების კოლექტივის რეკომენდაციით, რომან გვენცაძე 1974 წლის თებერვალში მიღებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში. 1974 წლის 21 თებერვლიდან 1976 წლის 15 თებერვლამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო აღმასკომის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების მე-4 ქვეგანყოფილების ინსპექტორად, 1976 წლის 15 თებერვლიდან — ამავე განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უფროს ინსპექტორად, 1977 წლის 30 მაისიდან 1978 წლის 4 დეკემბრამდე — ქ. თბილისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უფროსად, 1978 წლის 4 დეკემბრიდან 1980 წლის 25 თებერვლამდე — ქ. თბილისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილედ, ამავე დროს სამძებრო ქვეგანყოფილების უფროსად. 1980 წლის 25 თებერვლიდან 16 აპრილამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილე, 1980 წლის 16 აპრილიდან 1981 წლის 18 ნოემბრამდე — ქ. თბილისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე, ამავე დროს სამძებრო ქვეგანყოფილების უფროსი, 1981 წლის 18 ნოემბრიდან — ქ. თბილისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი. 1985 წლის 22 ნოემბრიდან 1987 წლის 22 აპრილამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო აღმასკომის შს სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1987 წლის 22 აპრილიდან 1989 წლის 17 აგვისტომდე კი იყო თბილისის საქალაქო აღმასკომის შს სამმართველოს უფროსი. 1989 წლის 9 აპრილს რომან გვენცაძე რუსთაველის პროსპექტზე თავის კოლეგებთან ერთად იცავდა მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს. 1989 წლის 17 აგვისტოდან 1991 წლის 4 სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, 1991 წლის 4 სექტემბრიდან — საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. 1992 წლის 6 იანვრიდან 24 ნოემბრამდე რომან გვენცაძე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. 1993 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსად, 1994 წლის იანვრიდან იმავე წლის 25 ოქტომბრამდე კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

რომან გვენცაძე შს ორგანოებში მუშაობის პერიოდში დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით, მრავალგზის არის წახალისებული სახელმწიფოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ. 1999-2003 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის V მოწვევის პარლამენტის წევრი, ამავე დროს იყო ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე.

  • „საბედისწერო გასროლა“ (1991 წ.),
  • „შავი კვადრატი“ (2002 წ.).

სპეციალური წოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მილიციის ლეიტენანტი (29.11.1974),
  • მილიციის უფროსი ლეიტენანტი (07.12.1977),
  • მილიციის კაპიტანი (01.10.1979),
  • მილიციის მაიორი (17.10.1983),
  • მილიციის პოდპოლკოვნიკი (25.12.1986),
  • მილიციის პოლკოვნიკი (ვადამდე 26.03.1990),
  • მილიციის გენერალ-მაიორი (04.03.1992).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]