გივი გოლეთიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გივი გოლეთიანი
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1948 (1948-09-15) (71 წლის)
დაბადების ადგილი სოფ. ნაკურალეში, ცაგერის რაიონი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

გივი გოლეთიანი (დ. 15 სექტემბერი, 1948, სოფ. ნაკურალეში, ცაგერის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტი. 1967-1972 წლებში იყო თბილისის ქარხანა „ელექტროავტომატის“ მუშა. 1972-1977 წლებში მუშაობდა ინჟინერ-ტექნოლოგად. 1977-1990 წლებში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, მერაბ კოსტავას საზოგადოება, უზენაესი საბჭოს სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის მდივანი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე 1991 წლის 9 აპრილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]