ზურაბ სანიკიძე
ზურაბ სანიკიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 ოქტომბერი, 1962 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ზურაბ სანიკიძე (დ. 15 ოქტომბერი, 1962) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1979-1984 წლებში იყო თბილისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების მუშა. 1984-1987 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო არქივის არქივარიუსი, 1987 წლიდან — საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მუშა. საქართველოს სახალხო ფრონტი-რადიკალური კავშირის მთავარი კომიტეტის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).