ზაზა ხუციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზაზა ხუციშვილი
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1965 (1965-05-12) (55 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

ზაზა ხუციშვილი (დ. 12 მაისი, 1965, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ხელოვნების მუშაკი.

1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით. 1988-1990 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს მუსიკალურ ჯგუფს „ვაკის პარკი“. 2001-2003 წლებში იყო სტუდია „მაესტროს“ საახალწლო პროექტების სამხატვრო ხელმძღვანელი და ქართული ტექსტების ავტორი. 2008-2010 წლებში მიჰყავდა გადაცემა „მონკავშირის“ წამყვანი რადიო „უცნობში“. 2011-2012 წლებში პოლიტიკური თოქ-შოუს „პოლიტ როკ-ენ-როლის“ წამყვანი რადიო „მაესტროში“, შემდეგ კი ტელეკომპანია „მაესტროში“ სახელწოდებით — „პირდაპირი საუბარი“. 2013 წელს იყო ტელეკომპანია „მაესტროს“ მუსიკალური პროექტის „მაგთიფანის“ სკოლის დირექტორი. 2016 წლიდან იყო გადაცემა „პიკის საათის“ წამყვანი „საზოგადოებრივ რადიოში“. მონაწილეობს დოკუმენტურ ფილმში „ექვთიმე“. 2016 წლიდან არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]