დავით ნადაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით ნადაშვილი
დაბ. თარიღი 10 იანვარი, 1963 (1963-01-10) (56 წლის)
დაბ. ადგილი რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თსუ
ეროვნება ქართველი
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
საქმიანობა ეკონომისტი

დავით ნადაშვილი (დ. 10 იანვარი, 1963, რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1963 წლის 10 იანვარს, ქალაქ რუსთავში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1979–1983 წლებში იყო მეტალურგთა კულტურის სასახლის მუშა. 1983-1985 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1985–1988 წლებში იყო მეტალურგთა კულტურის სასახლის ტექნიკოსი. 1988–1990 წლებში — საფეხბურთო კლუბი „გორდა“-ს მთავარი ბუღალტერი. 1990 წელს — მეტალურგთა კულტურულ–კომერციული ცენტრის მთავარი ბუღალტერი. 1990–1995 წლებში იყო რუსთავის საზღვარგარეთთან ურთიერთობის სამმართველს მთავარი სპეციალისტი. 1995 წელს — რუსთავის მერიის მცირე ბიზნესის და კომერციის დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი. 1995–2003 წლებში — ს/ს „ხალიბი“-ის საბუღალტრო–ეკონომიური სამსახურის უფროსი და ფინანსური მენეჯერი. 2003–2004 წლებში იყო გარდაბნის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე. 2004 წელს — საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა. რუსთავი) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე. 2004–2005 წლებში — გარდაბნის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე და მოგვიანებით გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. 2005–2006 წლებში — რუსთავის მერის პირველი მოადგილე და მოგვიანებით მერის მოვალეობის შემსრულებელი. 2006-2008 წლებში იკავებდა რუსთავის მერის თანამდებობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]