დაამთავრა საქართველოს ეკონომიკური აღორძინების კავშირის თბილისის ბიზნესის ინსტიტუტი ეკონომისტ-მენეჯერის კვალიფიკაციით. 1996-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს დასაქმების სახელმწიფო ფონდში. 2002-2006 წლებში იყო ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ხოლო 2006-2008 წლებში ამავე მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.