ემზარ კვიციანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემზარ კვიციანი
Emzar Kvitsiani (VOA).jpg
ემზარ კვიციანი
დაბ. თარიღი 25 აპრილი 1961
ჩხალთა, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
მეუღლე(ები) თეთნულდი ანსიანი

ემზარ კვიციანი (დ. 25 აპრილი 1961, ჩხალთა, საქართველო) — საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სამხარეო რწმუნებული კოდორის ხეობაში 2001-2003 წლებში. ეს თანამდებობა 2004 წლის დეკემბერში აფხაზეთის მაშინდელი ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით გაუქმდა.[1]

ემზარ კვიციანი ლიდერობდა გასამხედროებულ ჯგუფ „მონადირეს“, რომელშიც დაახლოებით 300-400 კაცი შედიოდა, რომელიც თავის დროზე კოდორის ხეობის აფხაზური სამხედრო ფორმირებებისგან დასაცავად შეიქმნა. ჯგუფი 2002 წელს საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა, მაგრამ ფაქტობრივად მისი წევრები დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. 2005 წელს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას „მონადირის“ დაშლის შესახებ, რამაც კოდორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება და დაუმორჩილებლობა გამოიწვია.[1]

2006 წლის ივლისში განხორციელებული საპოლიციელო ოპერაციის შედეგად სამთავრობო ძალებმა კვიციანის მომხრეების უმრავლესობის განიარაღება შეძლეს, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად რუსეთში გაქცევა მოახერხა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა.[2]

2014 წლის 28 თებერვალს, ემზარ კვიციანი მოსკოვიდან დაბრუნდა საქართველოში და თბილისის საერთაშორისო აეროპორტივე დააკავეს. მისი თქმით, ის შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, რადგან ახალი ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენის იმედი ჰქონდა[3]. 17 ნოემბერს, ზუგდიდის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნისა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობისათვის და 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა[4].

2015 წლის 28 იანვარს, პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლა[5].

2015 წლის მარტიდან არის პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი[6]. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]