დიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 30 ნოემბერი, 1968 |
დაბადების ადგილი | მცხეთა, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
დიმიტრი ხუნდაძე (დ. 30 ნოემბერი, 1968, მცხეთა) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.
1996 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პედიატრიული ფაკულტეტი. 1985-1987 წლებში მუშაობდა ქ. მცხეთის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული მიმღების სანიტრად. 1987-1989 წლებში იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1996-1998 წლებში იყო სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კათედრის ასპირანტი. 2001-2012 წლებში ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ორდინატორი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მცხეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დიმიტრი ხუნდაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დიმიტრი ხუნდაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
|
|