ივერი ფრანგიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივერი ფრანგიშვილი
დაბ. თარიღი 6 ივნისი 1930(1930-06-06)
დაბ. ადგილი დიდი ჯიხაიში, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 28 თებერვალი 2006(2006-02-28) (75 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკური მეცნიერებების დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, მეგობრობის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და Merited Engineering Scientist of the RSFSR

ივერი ვარლამის ძე ფრანგიშვილი (დ. 6 ივნისი, 1930, დიდი ჯიხაიში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი ― გ. 28 თებერვალი, 2006, მოსკოვი) — ქართველი მეცნიერი გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატური მართვის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1985), რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს დაამთავრა თბილისის პილიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1952-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სამრეწველო და სამეცნიერო დაწესებულებებში. 1960 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატური და ტელემექანიკის (ამჟამად მართვის პრობლემების) ინსტიტუტში, 1970 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ატომური ელექტროსადგურების ავტომატიზებული მართვის სისტემების გენერალური კონსტრუქტორი (1985). ივერი ფრანგიშვილი იყო რუსეთში მართვის სისტემების თეორიისა და ტექნიკის შემუშავების ერთ–ერთი ინიციატორი, 1985 წლიდან — რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვადიმ ტრაპეზნიკოვის სახელობის მართვის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი. 1987 წელს გახდა საბჭოთა კავშირის გენერალური კონსტრუქტორი ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული მართვის სისტემების დარგში, 1992 წელს - საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი. ამავე დროს იყო მთელი რიგი საერთაშორისო და უცხოური აკადემიების ნამდვილი წევრი.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“.

ფრანგიშვილის ძირითადი შრომები ეძღვნება გამოთვლითი ტექნიკას, კერძოდ, ერთგვაროვანი ცვალებადი სტრუქტურის მქონე ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისა და კომპლექსების თეორიისა და მეთოდების დამუშავების საკითხებს. დაჯილდოებულია 2 წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]