ნიკა გვარამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია 2018 წელს
Flag of Georgia.svg
საქართველოს განათლების
Ministry of Eduaction of Georgia logo.PNG
მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ოქტომბერი, 2008 – 7 დეკემბერი, 2009
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ვლადიმერ გურგენიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკოლოზ გილაური
წინამორბედიგია ნოდია
მემკვიდრედიმიტრი შაშკინი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 იანვარი, 2008 – 27 ოქტომბერი, 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრივლადიმერ გურგენიძე
წინამორბედიეკა ტყეშელაშვილი
მემკვიდრეზურაბ ადეიშვილი

დაბადებული29 ივნისი, 1976
სოხუმი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ყოფილი პარტია)
მამაანზორ გვარამია
მეუღლესოფო ლილუაშვილი
შვილები3
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიამართლმადიდებელი

ნიკოლოზ (ნიკა) გვარამია (დ. 29 ივნისი, 1976, სოხუმი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი. 2007 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ასევე კლუბის „რა? სად? როდის?“ მოაზროვნე. 2012 წლის 14 ნოემბერიდან 2019 წლის 18 ივლისამდე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი.

ბიოგრაფია და პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკა გვარამია დაიბადა 1976 წლის 29 ივნისს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს. ამის შემდეგ, 2000-2003 წლებში იგი საადვოკატო კომპანია შპს „სანდო“-ში მუშაობდა. 2004 წელს მუშაობდა სს „თელასში“. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ წევრი; არჩეული იყო პარტიული სიით საქართველოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორების პარტიიდან. იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, იურიდიული საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი და პარლამენტის საბაჟო ტერმინალ „ოპიზასთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.

2007 წლის მარტში დაინიშნა გენერალური პროკურორის მოადგილედ, 2007 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. აღნიშნული თანამდებობა მან საკუთარი ნებით დატოვა და იგი დიმიტრი შაშკინმა ჩაანაცვლა. პრემიერ-მინისტრის ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, გვარამიას სწავლის გაგრძელება სურდა, რის გამოც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

რუსთავი 2 და დაკავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკა გვარამია 2012 წლის 14 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. იმავე წლის 19 დეკემბერს ის, ალეკო ხეთაგურთან, დევი კანდელაკთან და კახა დამენიასთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან ერთად, კორუფციის ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ისინი, არამეწარმეო მიზნით 2012 წლის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისთვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებოდნენ. ნიკა გვარამიას დანაშაული ვერ დაუმტკიცდა და საპატიმროდან მალევე გაათავისუფლეს.[1]

ვიკიციტატა
„სასამართლო იყო ობიექტური და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო სტაბილური ინსტიტუცია გამოდგა სასამართლო“

, — განაცხადა ნიკა გვარამიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ.[2]

ნიკა გვარამიას მეუღლეა სოფია ლილუაშვილი. მათ ერთმანეთი თამაშებზე „რა, სად, როდის“ გაიცნეს. 2006 წელს წყვილი დაქორწინდა. მათ სამი შვილი ჰყავთ: გიკო, სანდრო და ქეთევანი.[3][4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ეკა ტყეშელაშვილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
2007-2008
შემდეგი:
ზურაბ ადეიშვილი
წინამორბედი:
გია ნოდია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერიების მინისტრი
2008-2009
შემდეგი:
დიმიტრი შაშკინი