შინაარსზე გადასვლა

ისკო დასენი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისკო დასენი
დაბადების თარიღი 30 მარტი, 1958 (1958-03-30) (66 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თსუ (1979-1985 წლები)
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა იურისტი

ისკო დასენი (დ. 30 მარტი, 1958, თბილისი)[1]ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი. საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ისკო დასენი დაიბადა 1958 წლის 30 მარტს. 1976-1978 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1979-1985 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1986-1990 წლებში იყო თბილისის კიროვის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი, 1990-1992 წლებში იკავებდა თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებელის თანამდებობას. 1992-1993 წლებში იყო ამავე რაიონის პროკურორის თანაშემწე. 1993-2004 წლებში იკავებდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომიებელის თანამდებობას. 2004-2010 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი. 2010-2011 წლებში იკავებდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობას. 2012-2016 წლებში კი იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. პარლამენტარობამდე კი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2011-2016 წლებში.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ისკო დასენი. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2019-12-27). ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.