ვიქტორ ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვიქტორ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი 29 ოქტომბერი, 1966 (1966-10-29) (54 წლის)
დაბადების ადგილი დ. მესტია, მესტიის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ვიქტორ ჯაფარიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1966, დ. მესტია) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1994-1999 წლებში მუშაობდა მარნეულის კოოპერატიული მრეწველობის კომბინატში. 1999-2000 წლებში იყო მარნეულის ელექტროქსელის დირექტორი; 2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, სამეთვალყურეო სამჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (მესტიის მაჟორიტარი), საინიციატივო ჯგუფი. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მესტიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016 წლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]