მაგდა ანიკაშვილი
| მაგდა ანიკაშვილი | |
|---|---|
![]() | |
| დაბ. სახელი | მაგდალინა ანიკაშვილი |
| დაბადების თარიღი | 24 ოქტომბერი, 1981 |
| დაბადების ადგილი | თბილისი |
| მოქალაქეობა | საქართველო |
| განათლება | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
| ეროვნება | ქართველი |
| რელიგია | მართლმადიდებელი |
| პარტია | ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა |
| ძირითადი იდეები | ქრისტიან-დემოკრატია |
| საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის წევრი |
| შვილ(ებ)ი | 1 |
მაგდალინა (მაგდა) ანიკაშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1981, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008–2012 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით კინოჟურნალისტიკა. 2003-2004 წლებში მუშაობდა ტელესამაუწყებლო კომპანია „მეცხრე არხის“, გადაცემა „დილის“ წამყვანად. 2005–2006 წლებში იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანი. 2006-2008 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, გადაცემების „ქრონიკისა“ და „ღია ეთერის“ წამყვანად.
2008–2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“. ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მდივანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი და საპარლამენტო უმცირესობის მდივანი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაგდა ანიკაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მაგდა ანიკაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
