ვაჟა ადამია
ვაჟა ადამია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 მაისი, 1950 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ვაჟა ადამია (დ. 26 მაისი, 1950, თბილისი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი
1968 წელს დაამთავრა თბილისის კბილის სატექნიკო სასწავლებელი და შემდეგ ქ. ჩიტას სამედიცინო ინსტიტუტი (რუსეთი).
1968-1988 წლებში მუშაობდა სპეციალობით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში: დუშეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი, თბილისის №3 საბაზო სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი, №10 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ორთოპედიული განყოფილების გამგე, №2 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი, ორთოპედი, ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს ინპლანტაციისა და პროთეზირების განყოფილების სტომატოლოგი ქირურგი; 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი მაჟორიტარი დეპუტატი ცხინვალის საარჩევნო ოლქიდან, თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის თავმჯდომარე; 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი საკომპესანციო სიით, მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვაჟა ადამია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვაჟა ადამია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- ვაჟა ადამია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
|