ჯემალ გამახარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯემალ გამახარია
ჯემალ გამახარია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა8 აპრილი, 2019
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიელგუჯა გვაზავა

დაბადებული10 იანვარი, 1949 (1949-01-10) (75 წლის)
ოტობაია, გალის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლერუსუდან ხარებავა
განათლებამოსკოვის სახელმწიფო საისტორიო-საარქივო ინსტიტუტი
პროფესიაისტორიკოსი

ჯემალ გამახარია (დ. 10 იანვარი, 1949, ოტობაია, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი. 2019 წლის 8 აპრილიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე[1]. ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯემალ გამახარია დაიბადა 1949 წლის 10 იანვარს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში. 1966 წელს დაამთავრა ოტობაიის პირველი საშუალო სკოლა. 1966-1968 წლებში ეწეოდა შრომით საქმიანობას მშობლიურ სოფელში. 1968-1970 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1971-1976 წლებში უმაღლესი განათლება მოსკოვის სახელმწიფო საისტორიო-საარქივო ინსტიტუტში მიიღო. 1978 - 1982 წლებში სწავლობდა კუიბიშევის (სამარის) სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სსრკ ისტორიის კათედრაზე. ასპირანტურის დასრულების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1976-1981 წლებში იყო კუიბიშევის საოლქო ისტორიული არქივის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1979-1983 წლებში კუიბიშევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი დაუსწრებლად. 1981-1982 წლებში მუშაობდა კუიბიშევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მასწავლებლად. 1982-1984 წლებში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელი. 1984 - 2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში ჯერ დოცენტად, შემდეგ კი პროფესორად და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგედ.

80-იანი წლების მეორე ნახევრიდან აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ - განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში. 1991-1992 წლების მიჯნაზე განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგაც ჯემალ გამახარია დარჩა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ იდეების ერთგული, მხარს უჭერდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენას. იყო მოძრაობა ჭყონდიდელის ჯერ აფხაზეთის ორგანიზაციის, შემდეგ კი სრულიად საქართველოს მოძრაობა ჭყონდიდელის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. 1991 წლიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2004 წლიდან არჩეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარედ. 2014 წლის 28 მარტიდან არჩეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2019 წლის 8 აპრილიდან არჩეულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.

ჯემალ გამახარიას ეკუთვნის სამ ათეულზე მეტი მონოგრაფია, კრებული და ბროშურა სხვადასხვა ენებზე. ჟურნალ-გაზეთებში, სამეცნიერო კრებულებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ასეული სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილი, პოლიტიკური მოხსენება, განცხადება თუ ინტერვიუ. ისინი ეხება მიმდინარე პოლიტიკის, აფხაზეთის დეოკუპაციის, ისტორიისა და კულტურის საკითხებს, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან თემებს.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]