ეკა ბესელია
ეკა ბესელია | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 6 ნოემბერი, 1971 |
დაბადების ადგილი | სენაკი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია |
ერთიანი ეროვნული საბჭო ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო სამართლიანობისთვის |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
ეკა ბესელია (დ. 6 ნოემბერი, 1971, სენაკი [1]) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის (2008, 2012, 2016) პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1971 წლის 6 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპციალობით. 1996-2012 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი. 1997-2012 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. 1998 წელს დააფუძნა საადვოკატო კომპანია „ეკა და კომპანია“ და იყო მისი ხელმძღვანელი 2012 წლამდე. 2004-2005 წლებში — გაეროს განვითარების პროგრამა-ის (UNDP) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ექსპერტი. 2005 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორი. 2006-2007 წლებში იკავებდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას. 2006-2008 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2010-2012 წლებში — კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2013 წლიდან არის ფაზისის აკადემიის პრეზდიუმის წევრი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის 22 თებერვალს დატოვა ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო.[2] 2019 წლის 20 ივნისს დააარსა პარტია „სამართლიანობისთვის“.[3]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ეკა ბესელია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ეკა ბესელია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ეკა ბესელია — ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია
- ↑ ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ დატოვა — „მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება“
- ↑ „ეკა ბესელიამ პარტია „სამართლიანობისთვის“ დააფუძნა“. on.ge. 2019-06-20. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
|
|