შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ თუმანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუმანიშვილი.
გრიგოლ (გივი) თუმანიშვილი
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1925
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი, 2007 (81 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

გრიგოლ (გივი) თუმანიშვილი (დ. 10 აგვისტო, 1925, თბილისი — გ. 17 ივლისი, 2007, იქვე) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და ასპირანტურა 1952 წელს.

1957-1965წ წლებში იყო ფიზიკის ინსტიტუტის ბიოფიზიკის განყოფილების გამგე; 1965-1981 წლებში — ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის განვითარების ბიოლოგიის განყოფილების გამგე; 1981-1986 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1983-2001 წლებში — ბიოლოგიის ფაკულტეტის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე; 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „მწვანეების პარტია“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 4 მონოგრაფიისა. მიღებული აქვს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1985), საქართველოს „წლის მეცნიერის“ წოდება მამაკაცთა შორის (1998). ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მწვანეების პარტია“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]