კახა კუკავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კახა კუკავა
Kukava.jpg
დაბ. თარიღი 12 ივლისი, 1976 (1976-07-12) (41 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია თავისუფალი საქართველო

კახა კუკავა (დ. 12 ივლისი, 1976, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი (2004–2008) და თბილისის საკრებულოს წევრი (2010–2014).

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1976 წლის 12 ივლისს თბილისში. 1993 წელს დაამთავრა 171-ე საშუალო სკოლა, 1998 წელს – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1997-1999 მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში კონსულტანტად, შემდგომში – სექტორის უფროსად. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. 2001 წლიდან სახელმწიფო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ დაკავებული იყო კერძო საადვოკატო პრაქტიკით.

პოლიტიკური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად საარჩევნო ბლოკ "ნაციონალური მოძრაობის" სიით, კონსერვატიული პარტიის ქვოტით. პრაქტიკულად არჩევისთანავე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა. 2007 წლის შემოდგომაზე არჩეულ იქნა ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარედ.

პარლამენტში კუკავა იყო რამდენიმე გახმაურებული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, მ.შ. "საქართველოს დსთ-დან გასვლის შესახებ', "ლუსტრაციის შესახებ" და "1992-93 წლებში რეპრესირებული პირველი პრეზიდენტის მომხრეების რეაბილიტაციის შესახებ". ეს უკანასკნელი ინიციატივა პარლამენტმა დაამტკიცა.

გამოდიოდა პრეზიდენტ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის მერაბიშვილის მწვავე კრიტიკით. 2007-2009 წლებში იყო "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი და სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო ბლოკ ეროვნული საბჭოს სიით არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად.

2010 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო”. 2011 წელს პარტიის პირველ ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ.

კუკავა მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში როგორც ვაკის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მან მიიღო ხმათა 1,31%. ამის შემდეგ მონაწილეობდა 2013 წლის 27 აპრილს გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის ოლქში, სადაც დაიკავა მეორე ადრილი (17.26%).

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე თეა ოქროპირიძე და სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: