თენგიზ კიტოვანი
თენგიზ კიტოვანი | |
---|---|
![]() | |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი | |
მმართ. დასაწყისი: | 8 მაისი, 1992 |
მმართ. დასასრული: | მაისი, 1993 |
წინამორბედი: | ლევან შარაშენიძე |
მემკვიდრე: | გიორგი ყარყარაშვილი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 ივნისი, 1938 |
დაბ. ადგილი: | თბილისი, საქართველოს სსრ |
მოღვაწეობა: | 1990-1995 |
მეთაურობდა: | საქართველოს ეროვნულ გვარდიას |
ბრძოლები/ომები: |
აფხაზეთის ომი საქართველოს სამოქალაქო ომი |
თენგიზ კიტოვანი (დ. 9 ივნისი, 1938, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი. საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში.
მონაწილეობა მიიღო პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში თბილისში 1991-1992 წლებში და შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომში. ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.
1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და პატიმრობიდან დაიხსნა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნდა 2012 წელს, მთავრობის შეცვლის შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მცირე ინფორმაცია თენგიზ კიტოვანზე. labyrinth.ru (რუსული)