თემურ მდინარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თემურ მდინარაძე
დაბადების თარიღი 8 ივნისი, 1946 (1946-06-08) (74 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ოდესის ლომონოსოვის სახელობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

თემურ მდინარაძე (დ. 8 ივნისი, 1946, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.

1971 წელს დაამთავრა ოდესის ლომონოსოვის სახელობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხორცისა და რძის მრეწველობის ფაკულტეტი. 1971 წლიდან იყო წყალტუბოს ხორცის კომბინატის ტექნოლოგი, 1972 წლიდან ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს უფროსი ეკონომისტი, ინჟინერ-ტექნოლოგი, 1973-1977 წლებში კი ხორცისა და ხორცის პროდუქტების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1978 წლიდან რუსთავის ხორცკომბინატის საამქროს უფროსი. 1979-1981 წლებში იყო გაერთიანება „თბილხორცის“ მთავარი ტექნოლოგი, 1981 წლიდან იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიის გამგე, პროფესორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]