ევროპული საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თავმჯდომარე დავით ბაქრაძე
გენერალური მდივანი გიგი უგულავა
დაფუძნდა იანვარი, 2017
იდეოლოგია ლიბერალიზმი
ლიბერალური კონსერვატიზმი
ევროატლანტიზმი
ევროპული აკრედიტაცია EPP-ს ასოცირებული წევრი
შტაბ-ბინა დიმიტრი გულიას ქ. 1, თბილისი, საქართველო
პარლამენტი პარლამენტი
ფერები         
http://europeangeorgia.ge

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის — პოლიტიკური პარტია საქართველოში. საჯარო რეესტრში, როგორც პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა 1999 წლის 28 მაისს და თავმჯდომარეობდა გიგი წერეთლის მამა ნუგზარ წერეთელი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამოეყო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და პარლამენტში 21 მანდატი მიიღო. 2017 წლის 30 იანვარს „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გენერალურ მდივნად დაინიშნა გიგი უგულავა.

2017 წლის 27 მაისს გაიმართა „ევროპული საქართველო“-ს დამფუძნებელი ყრილობა სადაც პარტიის 500-მდე ხმოსანმა დელეგატმა პარტიის და პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი აირჩიეს, ასევე დამტკიცდა პარტიის სახელწოდებაც, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

პოლიტიკური პლატფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამფუძნებელთა განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას. ევროპული საქართველო არის მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა და წარმოადგენს მკაფიოდ გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე გაერთიანებას, რომლის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულ ინტეგრაციას.

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა. პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ თავადვე პარტიის ლიდერები. ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენერალური მდივანი. პარტიას გააჩნია პოლიტიკური საბჭო, თავად პარტია კი გადაწყვეტილებების აღმასრულებელია. პარტია არის ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი.

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2017 ადგილობრივი 10,4% მესამე შედეგი
2018 საპრეზიდენტო 10.97% მესამე შედეგი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]