პეტრე ბერაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტრე ბერაია
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1946
დაბ. ადგილი ფოთი
ეროვნება ქართველი
ჯილდოები 1999 ღირსების ორდენი

პეტრე ბერაია (დ. 24 ოქტომბერი, 1946) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე ბერაია დაიბადა 1946 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ ფოთში. 1970 წელს დაამთავრა ოდესის საზღვაო-საინჟინრო ინსტიტუტი.

1964-1972 წლებში ფოთის საზღვაო ნავსადგურის ფლოტის მეზღვაური, სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1972-1974 წლებში კომკავშირის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1974-1978 წლებში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ცურვის გემებზე კაპიტნის პირველი თანაშემწე; 1978-1981 წლებში საზღვაო ნავსადგურის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1981-1985 წლებში საქალაქო კომიტეტის მრეწველობის, საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1985-1986 წლებში საზღვაო ნავსადგურის უფროსი; 1986-1990 წლებში საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1993-1994 წლებში საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, მინისტრის მრჩეველი; 1994-1995 წლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდიუმის თავმჯდომარე; 1995-1999 წლებში და 1999-2004 წლებში საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N70 ფოთის საარჩევნო ოლქიდან. 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საზღვაო საკითხთა ქვეკომიტეტი, თავმჯდომარე (1999-2004)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]