ირინე იმერლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ირინე იმერლიშვილი
ირინე იმერლიშვილი
საქართველო
საქართველოს
საქართველო
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი, 2013 – 24 ოქტომბერი, 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიგიგა ბოკერია
მემკვიდრედავით რაქვიაშვილი

დაბადებული29 იანვარი, 1971
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
შვილები2
რელიგიამართლმადიდებლობა

ირინე იმერლიშვილი (დ. 29 იანვარი, 1971) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2013 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 24 ოქტომბრამდე. პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს იყო მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის პრეპარატორი. 1988-1989 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორანტი; 1994-1995 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის ლაბორანტი.

1993-1996 წლებში — საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის საქმისმწარმოებელი. 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში. იყო სხდომების მომზადებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. 1997-1998 წლებში საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის დარბაზის სამსახურის უფროსი;

1999-2000 წლებში საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი. 2000 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში. 2000-2003 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2006-2012 წლებში საქართველოს რესპუბლიკური პარტია-რეგიონალური სამსახურის უფროსი. 2012-2013 წლებში მ.პ.გ. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკური საბჭოს მდივანი. 2012-2013 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტის თავმჯდომარე.

2013 წელს გახდა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი. ირინე იმერლიშვილი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]