დავით სონღულაშვილი
დავით სონღულაშვილი | |
![]() | |
![]() ![]() | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 30 ნოემბერი, 2024 |
პრეზიდენტი | მიხეილ ყაველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი კობახიძე |
წინამორბედი | ოთარ შამუგია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2016 – 2024 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2020 – 2024 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2019 – 2020 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია |
დაბადებული | 1 იანვარი, 1983 |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (2000) გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა (2006) |
სამეცნიერო ხარისხი | საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი |
პროფესია | ეკონომისტი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
დავით სონღულაშვილი (დ. 1 იანვარი, 1983) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2024 წლის 30 ნოემბრიდან.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით სონღულაშვილი 1983 წლის 1 იანვარს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში დაიბადა.
დავით სონღულაშვილი 1996-1997 წლებში გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის გიმნაზიაში სწავლობდა. 2000 წელს თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. 2001 წელს, სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკურ მეცნიერებებს სწავლობდა მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში. 2004 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ეკონომიკური ინფორმატიკის მიმართულებით. 2002-2006 წლებში კავკასიის ბიზნეს სკოლაში სწავლობდა ბიზნესის ადმინისტრირებას, მარკეტინგის მიმართულებით, ხოლო 2006-2008 წლებში გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრის ხარისხი მიიღო.
2003 წელს დაიწყო მუშაობა ტელეკომპანია „მზე“-ში, გაყიდვების მენეჯერად. 2004 წელს იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე და შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი. 2004-2006 წლებში იკავებდა სს „საქართველოს ბანკის“ შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ხოლო 2007-2016 წლებში იყო შპს „ედრესის“ მმართველი დირექტორი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დავით სონღულაშვილი იყო გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-დან (#24 მაჟორიტარული ოლქი).[2] 8 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში ხმები გადანაწილდა დავით სონღულაშვილსა (13288 ხმა - 43, 91%) და გიორგი ღვინიაშვილს (9819 ხმა, 32,45%) შორის, რომელიც კენჭს იყრიდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართა. დავით სონღულაშვილმა კონკურენტთან - გიორგი ღვინიაშვილთან (5719 ხმა - 21,46%) შედარებით ხმათა უპირატესობით გაიმარჯვა (20934 ხმა - 78,54%) და გახდა საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი.[3]
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დავით სონღულაშვილი კენჭს იყრიდა კახეთის 4 მუნიციპალიტეტის - გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატად (#9 მაჟორიტარული ოლქი). [4] დავით სონღულაშვილმა, ამომრჩეველთა მიღებული ხმათა უმრავლესობით მიიღო საქართველოს პარლამენტის X მოწვევის მანდატი პირველივე ტურში (45250 ხმა - 52,97%). [5]
დავით სონღულაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრი პოლიტიკური პარტიიდანქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო.[6]
2024 წლის 30 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად.

საპარლამენტო საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019-2020 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტს. [7] ამავე წლებში იყო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA) საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (EU-GEORGIA PAC) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრი. [8]
2021-2024 წლებში იყო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი. [9] მისი დამსახურებით, 2023 წელს თბილისში გაიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, სადაც საქართველომ 20 წლის შემდეგ დამკვირვებლის სტატუსი შეიცვალა და ასოცირებული წევრი გახდა. [10]
2020-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
2019-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს: საფრანგეთის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, ესპანეთის სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, ქუვეითის სახელმწიფო, კატარის სახელმწიფო, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, ინდოეთის რესპუბლიკა.

2023 წლის 7 ივლისს დავით სონღულაშვილს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილებით, ფრანკოფონიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საერთაშორისო ჯილდო - „პლეადის” ორდენის ოფიცრის ხარისხის მედალი გადაეცა. [11]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი
- საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი
- დავით სონღულაშვილის ოფიციალური Facebook გვერდი
- დავით სონღულაშვილის ოფიციალური გვერდი X-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი. ციტირების თარიღი: 24 April 2025
- ↑ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთში. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2025
- ↑ დავით სონღულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი. ციტირების თარიღი: 24 April 2025
- ↑ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სიღნაღის მოსახლეობას შეხვდა. ციტირების თარიღი: 24 April 2025
- ↑ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 24 April 2025
- ↑ ვინ გახდება 2024 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი? - სია ka (26 October 2024). ციტირების თარიღი: 24 April 2025
- ↑ დავით სონღულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი. ციტირების თარიღი: 24 April 2025
- ↑ დავით სონღულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი. ციტირების თარიღი: 24 April 2025
- ↑ დავით სონღულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი. ციტირების თარიღი: 24 April 2025
- ↑ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში. ციტირების თარიღი: 24 April 2025
- ↑ ფრანკოფონიის კვირეული. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2025
|