დავით კოვზირიძე (პოლიტიკოსი)
დავით კოვზირიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1950 |
დაბადების ადგილი | ზესტაფონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 14 ოქტომბერი, 2004 (54 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
დავით კოვზირიძე (დ. 1 იანვარი, 1950, ზესტაფონი — გ. 14 ოქტომბერი, 2004) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1974 წელს იყო ზესტაფონის ქარხანა „საქკაბელის“ იურისკონსულტი. 1974-1975 წლებში იყო არგვეთის მეურნეობაში იურისკონსულტი. 1975 - 1976 წლებში იყო ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომის, სოფლის მეურნეობის სამმართველოს იურისკონსულტი. 1976-1977 წლებში იყო ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომის იურისკონსულტი. 1977-1979 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 1979 - 1981 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის მეთოდისტი. 1981-1984 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის უფროსი კონსულტანტი. 1984 -1991 წლებში იყო ვანის რაიონის მოსამართლე. 1991 - 1992 წლებში იყო ზესტაფონის რაიონის მოსამართლე. 1992 წელს იყო ზესტაფონის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს დემოკრატიული პარტია“. 1998-1999 წლებში იყო ზესტაფონის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით კოვზირიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით კოვზირიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|