ანზორ ბოლქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვაძე.
ანზორ ბოლქვაძე
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა18 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2012 – 2016
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2008 – 2012
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
თავმჯდომარედავით ბაქრაძე

დაბადებული9 სექტემბერი, 1960 (1960-09-09) (61 წლის)
უჩხო, ხულოს რაიონი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებანოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
საქმიანობახულოს, შუახევისა და ქედას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
ჯილდოებისაქართველოს ღირსების ორდენი

ანზორ ბოლქვაძე (დ. 9 სექტემბერი, 1960, უჩხო, ხულოს რაიონი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ოთხგზის (2008, 2012, 2016, 2020) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანზორ ბოლქვაძე დაიბადა ხულოს მუნიციალიტეტის სოფელ უჩხოში 1960 წლის 9 სექტემბერს; 1977 წელს დაამთავრა დაბა ხულოს საშუალო სკოლა; 1980-1982 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1982 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი, კვალიფიკაცია ტექნიკ-მშენებელი, სპეციალობა — სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა. 1986 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, კვალიფიკაცია ინჟინერ-მშენებელი, სპეციალობა — სამოქალაქო მშენებლობა. 1978-1980 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1982-1985 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის მოძრავ-მექანიზებული კოლონის მუშად, ოსტატად, ინჟინრად; 1985-1994 წლებში მუშაობდა აჭარის სამონტაჟო-სარემონტო სამმართველოში, ჯგუფის უფროსად; 1994-2001 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონის კომუნალური მეურნეობის დირექტორად; 2001-2006 წლებში მუშაობდა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად; 2006-2008 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას; 2006 წლის 5 ოქტომბერს გახდა ღირსების ორდენის კავალერი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურსა და ზემო აფხაზეთში საცხოვრებელი კოტეჯების, სკოლების, პატრიოტული ბანაკებისა და ხიდების მშენებლობისათვის. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხულოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხულოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

საპარლამენტო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრაქციები: ფრაქცია „ქართული ოცნება — რეგიონების განვითარებისთვის“ — ფრაქციის წევრი (26-12-2017 ), ფრაქცია „ქართული ოცნება“ — ფრაქციის წევრი (18-11-2016 — 26-12-2017), ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები — ძლიერი რეგიონებისათვის“ — ფრაქციის მდივანი (07-11-2014 — 18-11-2016), ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები — ძლიერი რეგიონებისათვის“ — ფრაქციის მდივანი (07-11-2014 — 07-11-2014), ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა — მაჟორიტარები“ — ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (21-10-2012 — 10-07-2013), ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — ფრაქციის წევრი (07-08-2008 — 21-10-2012).
  • კომიტეტები: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი — კომიტეტის წევრი (25-01-2018 ), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი — კომიტეტის წევრი (18-11-2016 — 25-01-2018), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი — კომიტეტის წევრი (20-11-2013 — 18-11-2016), რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი — კომიტეტის წევრი (22-10-2012 — 10-07-2013), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი — კომიტეტის წევრი (22-10-2012 — 28-03-2013).
  • კომისიები: საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია — კომისიის წევრი (02-10-2013 — 20-03-2015).
  • საპარლამენტო ჯგუფები: ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), ერაყის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-03-2017), თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (06-03-2013 — 18-11-2016), ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (06-03-2013 — 18-11-2016), მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (24-04-2012 — 21-10-2012), გერმანიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის წევრი (10-10-2008 — 21-10-2012), თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი — მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი (10-10-2008 - 21-10-2012).
  • საპარლამენტო საბჭო: ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო — საბჭოს წევრი (30-12-2015 — 18-11-2016).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]