გენადი მარგველაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გენადი მარგველაშვილი
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1968 (1968-04-12) (56 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

გენადი მარგველაშვილი (დ. 12 აპრილი, 1968 ) — ქართველი მათემატიკოსი, პოლიტიკოსი.

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1991-1995 წლებში იყო ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი, შეთავსებით — ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის წრის მასწავლებელი; 1995-2010 წლებში მუშაობდა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის რეგიონული გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი; 2010-2011 წლებში იყო სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2011-2016 წლებში სსიპ ანდრის რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ცენტრალური ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]