ველოდი მირცხულავა
ველოდი მირცხულავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 დეკემბერი, 1934 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ველოდი (ვლადიმერ) მირცხულავა (დ. 28 დეკემბერი, 1934, სოფ. პირველი ხორგა, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1964 წლიდან იყო ხობის რაიონის სოფელ პირველი ხორგის კოლმეურნეობის წევრი, 1966-1971 წლებში იყო სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. 1971 წლიდან სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციათა მუშაკი, მოძრავ-მექანიზებული კოლონა „აფხაზნაპირგამაგრების“ განყოფილების უფროსი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვლადიმერ მირცხულავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- მირცხულავა ველოდი — ბიბლიოვიკი