რაულ კუპრავა
იერსახე
| რაულ კუპრავა | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 5 მაისი, 1945 |
| დაბადების ადგილი | სოხუმი |
| გარდაცვალების თარიღი | 31 მაისი, 2007 (62 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
| ეროვნება | ქართველი |
რაულ კუპრავა (დ. 5 მაისი, 1945, სოხუმი — გ. 31 მაისი, 2007) — ქართველი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოების ავტორი.
1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ხოლო 1975 წელს — ასპირანტურა. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, განათლებისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რაულ კუპრავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რაულ კუპრავა— საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი