მურთაზ ზოდელავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი გოდაბრელიძე
დაბადების თარიღი 18 აგვისტო, 1976 (1976-08-18) (44 წლის)
დაბადების ადგილი სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

მურთაზ ზოდელავა (დ. 18 აგვისტო, 1976, სოხუმი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2000–2003 წლებში იყო შპს „სანდო, სააკაშვილი და კუკავა“ საადვოკატო კომპანიის იურისტი. 2004–2005 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანაშემწე, უფროსი კონსულტანტი. 2005–2007 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადნმინისტრაციაში კადრების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. 2007–2008 წლებში საქართველოს პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი. 2008–2009 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის“. თანამდებობა შეუწყდა 9 ოქტომბერს, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის გამო — აირჩიეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. 2009–2010 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2009–2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ფოთი-სენაკი-ხობის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]