იური ბურკაძე
იური ბურკაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 აგვისტო, 1946 |
დაბადების ადგილი | სოფ. ტობანიერი, ვანის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
იური ბურკაძე (დ. 27 აგვისტო, 1946, სოფ. ტობანიერი, ვანის რაიონი) — ქართველი მეცნიერი, კიბერნეტიკოსი, პოლიტიკოსი.
1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკა-ინფორმატიკის ფაკულტეტი. 1969-1985 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური კიბერნეტიკის პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ვანის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, მეცნიერებისა და განათლების კომისიის, ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იური ბურკაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იური ბურკაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-10-19 საიტზე Wayback Machine.