შინაარსზე გადასვლა

დაჩი ბერაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაჩი ბერაია
დაბ. სახელი ირაკლი ბერაია
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1976 (1976-07-23) (48 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ირაკლი (დაჩი) ბერაია (დ. 23 ივლისი, 1976, ხობი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.[1]

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით.

2001-2004 წლებში მუშაობდა სს „გაერთიანებული ქართული ბანკში“ სხვადასხვა პოზიციაზე. 2004-2008 წლებში სს ბანკი „ქართუს“ — საკრედიტო მენეჯერი; 2008 წელს სს ბანკი „ქართუს“ სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი; 2008-2013 წლებში სს ბანკი „ქართუს“ სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი-საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2013-2016 წლებში სს ბანკი „ქართუს“ ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი. 2016-2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

2025 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]