ბეჟან კალანდაძე
იერსახე
ბეჟან კალანდაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 აგვისტო, 1977 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 9 მაისი, 2005 (27 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ბეჟან (ჟანი) კალანდაძე (დ. 7 აგვისტო, 1977, თბილისი — გ. 9 მაისი, 2005) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2004 წლის 22 აპრილიდან — 26 ოქტომბრამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, 2004-2005 წლებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული გურიის მხარეში.
ჟანი კალანდაძე 2005 წლის 9 მაისს ოზურგეთიდან თბილისში მიმავალი, სოფელ ოსიაურთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბეჟან კალანდაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბეჟან კალანდაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „გურიის გუბერნატორის, ჟანი კალანდაძის დაღუპვიდან 10 წელი გავიდა“. reportiori.ge. 9 მაისი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-18. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)