ლავრენტი მანაგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლავრენტი მანაგაძე
დაბ. თარიღი 14 ოქტომბერი, 1944
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 7 აგვისტო, 2019 (74 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი  — 1986 საქართველოს ღირსების ორდენი
საქართველოს სახელმწიფო პრემია

ლავრენტი (ლაურ) გიორგის ძე მანაგაძე (დ. 14 ოქტომბერი, 1944, თბილისი — გ. 7 აგვისტო, 2019, იქვე) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1967 წელს დაამთავრა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1970-1972 წლებში მუშაობდა სსრკ სამედიცინო აკადემიის ორგანოთა გადანერგვის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1972–1974 წლებში — უფროს მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტულ და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. 1974-1984 წლებში იყო ექსპერიმენტული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1984-1985 წლებში — ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1986-2000 წლებში — ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იყო, ხოლო 1991-1992 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი.

1998 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. 2000-2004 — წლებში საქართველოს სახელმწიფო ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1999-2004 წლებში — საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ჯანმრთელობობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2008 წლიდან იყო ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი.

გამოცემული აქვს ერთი სახელმძღვანელო, ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. იყო პროფესორი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა – „თირკმლის კონსერვაცია ჰიპოთერმიისა და ჰიპერბარიული ოქსიგენაციის მეთოდების გამოყენებით“. ხოლო 1981 წელს სადოქტორო დისერტაციის თემა – „ბავშვთა თირკმლების გადანერგვა ზრდასრულ რეციპიენტებში“.

გარდაიცვალა 2019 წლის 7 აგვისტოს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015, გვ. 235, თბ. 2015;
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ., გვ. 179, თბ., 2012.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]