ჯემალ იონათამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯემალ სულიკოს ძე იონათამიშვილი (დ. 1946, 25 ოქტომბერი, ხაშური) — ქართველი ინჟინერი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი (1991 წლის 9 აპრილი).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯემალ სულიკოს ძე იონათამიშვილი დაიბადა 1946 წლის 25 ოქტომბერს ხაშურში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის. იყო სსრკ 50 წლისთავის სახ. საწარმოო გაერთიანების ინჟინერი, ლაბორატორიის უფროსი, განყოფილების გამგე, მთავარი მეტროლოგის მოადგილე (1974-1982). სს გაერთიანება ,,ანალიზხელსაწყოს" წამყვანი ინჟინერი (1983-1984). სამეცნიერო ხელსაწყოთმშენებლობის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს წამყვანი ინჟინერი, განყოფილების გამგე, მეცნიერებათა აკადემიის მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ცენტრის ჩამოყალიბების აქტიური მონაწილე, მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1984-1990). საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირის თანადამფუძნებელი, მთავარი კომიტეტის წევრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი ,,მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", მაჟორიტარი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). სახელმწიფო გადატრიალების (1991-1992, დეკემბერ-იანვარი) შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას. დევნილი უზენაესი საბჭოს გროზნოს (1992-1993), ზუგდიდის (1993) და თბილისის (1998-2005) სესიების მონაწილე. 2006 წელს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღიარა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 2016 წელი, გვ. 121-122.