ლეო ჩიქავა
ლეო ჩიქავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 თებერვალი, 1928 |
დაბადების ადგილი | კოკი, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2015 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ლეო ჩიქავა (დ. 20 თებერვალი, 1928, სოფელი კოკი, ზუგდიდის რაიონი — გ. ივლისი, 2015) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1955–1969 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, 1974–1983 წლებში იყო პოლიტეკონომიის კათედრის გამგე. 1969–1974 იყო უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის გამგე. 1983–1990 წლებში იყო ეკონომიკის ინსტიტუტის დიტექტორის მოადგილე. 1990–2006 წლებში იყო დემოგრაფიული და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. 1997 წლიდან არის პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი. 1999 წლიდან იყო სახელმწიფო სამსახურის მართვის, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის უფროსი. არის 170–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, აქედან – 21 მონოგრაფიის, წიგნისა და ბროშურის ავტორი. 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა „საქართველოს კვების მრეწველობის ტერიტორიული სპეციალიზაციისა და ეკონომიკური ეფექტიანიბის საკითხები“.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).