ირაკლი ბერაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ირაკლი ბერაია
Irakli Beraia.jpg
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1978 (1978-10-26) (42 წლის)
დაბადების ადგილი სენაკი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს დიპლომატიური აკადემია

ირაკლი ბერაია (დ. 26 ოქტომბერი, 1978, სენაკი) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობები-საგარეო პოლიტიკური დიპლომატია და ვესტმინსტერის უნივერსიტეტი ხელოვნების მაგისტრის ხარისხით. 1999-2001 წლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი; 2001 წელს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორიისო ფედერაცია, საქართველოს დელეგაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი; 2002 წელს შპს „ქსილოტრანსი“, გენერალური დირექტორის თანაშემწე; 2002-2004 წლებში შპს „ქსილოტრანსი“, ტყეებისა და ნედლეულის დეპარტამენტის დირექტორი; 2004 წელს საქართველოს პარლამენტი, მოწვეული სპეციალისტი; 2007 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი; 2007-2008 წლებში შპს „სპეცტექნიკარესურსი“, გენერალური დირექტორის მოადგილე; 2012 წელს „ქართული ოცნება“, სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი; 2012-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი; 2015-2016 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. 2016 წლიდან არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]