გია სუბელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გია სუბელიანი
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1960 (1960-02-18) (60 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

გია სუბელიანი (დ. 18 თებერვალი, 1960) — ქართველი გეოლოგი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1986-1990 წლებში იყო გაერთიანება „საქგეოლოგის“ ჩრდილო-დასავლეთის გეოლოგიური საძიებო ექსპედიციის გეოლოგი. სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოების ცხუმ-აფხაზეთის განყოფილების გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]