გურამ პეტრიაშვილი (მწერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პეტრიაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
გურამ პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი 16 მაისი, 1942 (1942-05-16) (78 წლის)
დაბადების ადგილი ლენტეხი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

გურამ პეტრიაშვილი (დ. 16 მაისი, 1942, ლენტეხი) — ქართველი მსახიობი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე.

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1978 წელს — საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო). სხვადასხვა დროს იყო საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეკვიზიტორი, რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, ტელესტუდიის ტელეოპერატორი, მწერალი, რეჟისორი, მსახიობი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

სცენარის ავტორი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1980: „რად სტვენს ბულბული“
  • 1986: „ელისა და რარუს თავგადასავალი“

ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1980: „რად სტვენს ბულბული“
  • 1986: „ელისა და რარუს თავგადასავალი“

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1978: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“
  • 1982: „მე დავბრუნდები“
  • 1983: „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (ქმარი)
  • 1984: „ადამიანთა სევდა“
  • 1986: „ელისა და რარუს თვგადასავალი“
  • 1988: „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“
  • 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (კარისკაცი)
  • 1990: „ალყა“
  • 1993: „ბრავო, ჯორდანო ბრუნო!“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]