ლევან თარხნიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან თარხნიშვილი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2007 – 2010
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიალექსანდრე ღონღაძე (მ/შ)
მემკვიდრეზურაბ ხარატიშვილი

დაბადებული1 სექტემბერი, 1971 (1971-09-01) (47 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაინჟინერი, პოლიტიკოსი, სოციოლოგი

ზურაბ ხარატიშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1971) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი, სოციოლოგი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2007-2010 წლებში.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი სატყეო მეურნეობის და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი სოციოლოგის კვალიფიკაციით. 1987-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში; 1993-1999 წლებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში; 1995-1997 წლებში UNDP და საქართველოს მთავრობის პროგრამა "რეფორმების მხარდამჭერი ჯგუფი", უფროსი კონსულტანტი; 1997-1999 წლებში CASE-POLAND მრჩეველი; 1999-2002 წლებში ევრაზიის ფონდის, სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამა, კორდინატორი; 2002-2007 წლებში კავკასიის კვლევების რესურს ცენტრი - საქართველო, დირექტორი; 2005-2006 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2005-2013 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოქტურანტურა; 2005-2007 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებელში, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2009 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივესიტეტი, ასისტენტი პროფესორი; 2009-2013 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტი პროფესორი; 2010-2012 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის მრჩეველი; 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]