დავით ზურაბიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით ზურაბიშვილი
Davit Zurabishvili.jpg
დაბ. თარიღი 16 მარტი, 1957
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1976)
საქმიანობა ეკონომისტი, მწერალი, პოლიტიკოსი
მეუღლე(ები) ხათუნა კოპალეიშვილი
შვილ(ებ)ი გიორგი, ანასტასია

დავით ზურაბიშვილი (დ. 16 მარტი, 1957, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, მწერალი და პოლიტიკოსი. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად 1979-81 წლებში., მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქტორად 1981-90 წლებში, უფროს მეცნიერ-რედაქტორად 1992-94 წლებში., გამომცემლობა "იანუსის" რედაქტორად 1990-91 წლებში, გაზეთ "არგუმენტის" რედაქტორად 1995-96 წლებში, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ბიულეტენ Georgia Profile-ის რედაქტორად 1996-97 წლებში, თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის წევრი 1997-2004 წლებში.

2004—2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიული სიით, 2004—2005 წლებში იყო უპარტიო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი, პარლამენტის ბიუროს წევრი. 2005—2008 წლებში — ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. 2012—2013 წლებში — განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

პოლიტიკის, ეკონომიკისა და ლიტერატურის შესახებ არსებული სტატიების ავტორი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოგზაურობა სიზმარეთში, ანუ გიორგისა და ანასტასიას არაჩვეულებრივი თავგადასავალი, თბ., 1997

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]