რევაზ სალუქვაძე
რევაზ სალუქვაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 სექტემბერი, 1929 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2000 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ფიზიკოსი |
ჯილდოები |
![]() |
რევაზ სალუქვაძე (დ. 15 სექტემბერი, 1929, თბილისი — გ. 2000) — ქართველი ფიზიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1952-1954 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, 1954-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი, ქ. დუბნის ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1957-1962 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, უფროსი ინჟინერი. 1962-1974 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, კათედრის გამგე, ხოლო 1970-1971 წლებში იყო დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, 1979-1985 წლებში იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, 1985 წლიდან 2000 წლამდე იყო სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1995 — ღირსების ორდენი
- 1985 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1981 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1979 — პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რევაზ სალუქვაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რევაზ სალუქვაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- დაბადებული 15 სექტემბერი
- დაბადებული 1929
- გარდაცვლილი 2000
- საქართველოს რესპუბლიკის I მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ქართველი ფიზიკოსები
- ტექნიკურ მეცნირებათა დოქტორები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- ქართველი პროფესორები
- თბილისში დაბადებულები