კონსტანტინე სალია
კონსტანტინე სალია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 მაისი, 1942 |
დაბადების ადგილი | ტყვარჩელი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 19 თებერვალი, 2022 (79 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ხარკოვის კომუნალური მშენებლობის საინჟინრო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
კონსტანტინე სალია (დ. 14 მაისი, 1942, ქ. ტყვარჩელი — გ. 19 თებერვალი, 2022) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
1964 წელს დაამთავრა ხარკოვის კომუნალური მშენებლობის საინჟინრო ინსტიტუტი, მოგვიანებით - მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის ასპირანტურა.
1965 წელს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენში“ უფროს ინჟინრად. 1966-1967 წლებში იყო ტრესტ „საქორგტექმშენში“ - უფროს ეკონომისტად, მთავარ სპეციალისტად. 1967-1971 წლებში იყო მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1971-1977 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმოების ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრაზე - ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად. 1977-1978 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორი. 1978-1980 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის წალკის რაიკომის პირველი მდივანი. 1980-1982 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ოჩამჩირის რაიკომის პირველი მდივანი. 1982-1986 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1986-1988 წლებში იყო საქართველოს სსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონსტანტინე სალია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კონსტანტინე სალია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი