არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე | ||
![]() | ||
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 11 დეკემბერი, 2020 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი | |
წინამორბედი | არჩილ თალაკვაძე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
25 ივნისი, 2019 – 11 დეკემბერი, 2020 | ||
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია | |
წინამორბედი | ირაკლი კობახიძე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
18 ნოემბერი, 2016 – 25 ივნისი, 2019 | ||
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე | |
მემკვიდრე | ირაკლი კობახიძე | |
დაბადებული | 16 იანვარი, 1983 ოზურგეთი, საქართველოს სსრ | |
მოქალაქეობა | საქართველო | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო | |
მეუღლე | ქეთევან ბუბუტეიშვილი | |
ხელმოწერა | ![]() |
არჩილ თალაკვაძე (დ. 16 იანვარი, 1983, მახარაძე, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი (ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო) და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი 2016-2019 წლებში, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2019 წლის 25 ივნისიდან 2020 წლის 11 დეკემბრამდე,[1] საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2020 წლის 11 დეკემბრიდან.
განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა ოზურგეთში, სადაც დაამთავრა ოზურგეთის №1 საშუალო სკოლა. 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალობით საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი, რის შემდეგადაც სწავლა გააგრძელა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2015 წელს ჩააბარა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამით.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩილ თალაკვაძე სხვადასხვა დროს იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: 2006 — 2007 წლებში იყო USAID-ის პროექტის კოორდინატორი; 2007 — 2008 წლებში სახალხო დამცველის ოფისის პროექტის მენეჯერი; 2008 — 2009 წლებში სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველი; 2010 წელს სახალხო დამცველის ოფისის მრჩეველი მენეჯმენტის საკითხებში; 2011 — 2012 წლებში USAID-ის პროგრამა G3 დირექტორის მოადგილე; 2012 — 2014 წლებში სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე; 2014 — 2016 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ოზურგეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. თალაკვაძე ხელმძღვანელობდა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივებს სიღარიბის დაძლევის, საგადასახადო რეფორმის, გარემოს დაცვისა და ემისიების კონტროლის შესახებ. თალაკვაძე 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს საარჩევნო კამპანიის მენეჯერად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი კობახიძე გავრილოვის ღამის გამო გადადგა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ 2019 წლის 25 ივნისს არჩილ თალაკვაძე აირჩეს.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] 11 დეკემბერს აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ.[3]
ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
სხვა საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2017 წლიდან თალაკვაძე სარაგბო კლუბ „არწივების“ საპატიო და სარბოლო კლუბის „მია ფორსის“ პრეზიდენტია.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- არჩილ თალაკვაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- არჩილ თალაკვაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2019.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2020.
- ↑ „თალაკვაძე თავმჯდომარედ აირჩიეს“. ambebi.ge. 2020-12-11. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ირაკლი კობახიძე |
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2019 – 2020 |
შემდეგი: არჩილ თალაკვაძე |
წინამორბედი: არჩილ თალაკვაძე |
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2020 წლიდან |
შემდეგი: |
|